წესები და პირობები
შპს „კოპალა 3“-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
ბოლო განახლების თარიღი: 2024 წლის 10 მარტი
- ზოგადი ინფორმაცია
ამ ვებ-გვერდს და სასტუმროს მომსახურებას მართავს შპს „კოპალა 3“ (შემდგომში – „კომპანია“ ან „ჩვენ“). წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნებისთვის ვამუშავებთ, ვისთან შეიძლება გავაზიაროთ და რა უფლებები გაქვთ მონაცემთა სუბიექტებს საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პასუხისმგებელი პირი:
- შპს “კოპალა 3”-ის პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი
- ტელ.: +995 577 23 88 03
- ელ.ფოსტა: tskneti@kopala.ge
- მონაცემთა შეგროვება
პერსონალურ მონაცემებს ვიღებთ:
- დაჯავშნისას (ვებ-გვერდი, ტელეფონი, e-mail);
- დაჯავშნისას ფიზიკურად ადგილზე;
- სასტუმროს Wi-Fi-ზე რეგისტრაციისას;
- ანგარიშსწორებისას;
- Mews SaaS სისტემის მეშვეობით.
შეგროვებული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს:
- იდენტიფიკაციის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის/პასპორტის მონაცემები, დაბადების თარიღი, პასპორტის გამცემი ქვეყანა, ქალაქი)
- საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა);
- ფინანსური მონაცემები (ბარათის ნომერი, საბანკო ანგარიშის დეტალები);
- რეზერვაციისა და ტრანზაქციის მონაცემები;
- ტექნიკური მონაცემები (IP, მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერის პარამეტრები);
- მონაცემთა დამუშავების მიზნები
- მომსახურების გაწევა და ჯავშნების მართვა;
- ფინანსური ტრანზაქციების შესრულება;
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ვიდეოთვალთვალი);
- კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.
2-3 შეჯამება:
მონაცემთა კატეგორია |
მიზანი |
სამართლებრივი საფუძველი |
იდენტიფიკაციის, საკონტაქტო, ფინანსური, ტრანზაქციის მონაცემები |
დაჯავშნის, გადახდის, დაბინავების და მომსახურების გაწევა |
ხელშეკრულების შესრულება |
ტექნიკური მონაცემები |
ვებ-გვერდის მუშაობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების კონტროლი |
ლეგიტიმური ინტერესი |
ვიდეოჩანაწერები (სასტუმროს შიდა და გარე კამერები) |
უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ინციდენტების გამოძიება |
ლეგიტიმური ინტერესი / სამართლებრივი ვალდებულება |
- მესამე მხარეები და მონაცემთა გადაცემა
4.1. Mews SaaS პლატფორმა
ჩვენ ვიყენებთ Mews-ის ღრუბლოვან სისტემას სასტუმროს ოპერაციების სამართავად.
Mews მოქმედებს როგორც მონაცემთა დამმუშავებელი და მის ინტეგრაციებს (გადახდის სისტემები, მარკეტინგული პლატფორმები, რეპორტინგის სისტემები) შეიძლება ჰქონდეთ წვდომა შემდეგ მონაცემებზე:
- სტუმრების იდენტიფიკაციისა და საკონტაქტო მონაცემები;
- რეზერვაციის ისტორია და სტატუსი;
- გადახდისა და ბილინგის ინფორმაცია.
მიზნები: გადახდის პროცესის უზრუნველყოფა, ჯავშნის დამუშავება, ანგარიშგება, მარკეტინგული კამპანიების მართვა.
დეტალები გთხოვთ იხილოთ: https://www.mews.com/en/platform-documentation
ამასთან კოპალა წყნეთი განთავსებულია booking.com და Expedia საიტზე, რომელიც ასევე თავად ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას და თავად არის პასუხისმგებელი თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე. მათი პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.booking.com/content/privacy.html? , https://www.expedia.com/legal/privacy
დაცვა:
- მონაცემთა დაშიფვრა (TLS/SSL, AES-256);
- როლებზე დაფუძნებული წვდომა (RBAC);
- ISO 27001, PCI DSS, SOC 2 სერტიფიკაციები;
- რეგულარული უსაფრთხოების ტესტირება და მონიტორინგი;
- მონაცემთა წაშლის პროცედურები კანონმდებლობისა და კონტრაქტების შესაბამისად.
4.2. სხვა მესამე მხარეები
მონაცემები შეიძლება შეგროვდეს/გადაეცეს:
- ჩვენს შვილობილი კომპანიებს;
- გადახდის პროვაიდერებს;
- სახელმწიფო უწყებებს (კანონის მოთხოვნით).
კომპანიები (მაგ: გადახდის პროვაიდერები) თავად აგროვებენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ეს მათსა და თქვენს შორის არსებული ურთიერთობის ნაწილია. რაც შეეხება სუბიექტებს, რომლებსაც ჩვენ მიერ შეიძლება გადაეცეს თქვენი პერსონალური მონაცემები, ყველა მესამე მხარესთან გაფორმებულია მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება, რაც უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას.
- ვიდეოთვალთვალი CCTV
სასტუმროს ტერიტორიაზე და პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები უსაფრთხოების მიზნით. ჩანაწერები ინახება არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში, შემდეგ კი წაიშლება, თუ არ არის აუცილებელი მათი შენახვა კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე. სასტუმროს რესეფშენში მიმდინაროებს როგორც ვიდეო, ისევე აუდიო ჩაწერა მომსახურების გაუმჯობესებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ორმხრივად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
- მონაცემთა შენახვა და წაშლა
პერსონალური მონაცემები ინახება:
მონაცემთა კატეგორია |
შენახვის ვადა |
ბუღალტრული და ფინანსური მონაცემები |
6 წელი |
დაჯავშნისა და ტრანზაქციის მონაცემები |
4 წელი |
ვიდეოჩანაწერები |
14 დღე |
ვებ-ლოგები და ტექნიკური მონაცემები |
1 წელი |
- წაშლა ხდება ვადის გასვლის ან თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში უსაფრთხო მეთოდით (ციფრული ჩანაწერის განადგურება, ფიზიკური მატარებლის განადგურება და ა.შ.).
- უსაფრთხოების ზომები
- ქსელური და აპლიკაციური ფაიერვოლები;
- დაშიფვრა გადაცემის და შენახვის დროს;
- წვდომის მართვა მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის;
- რეგულარული უსაფრთხოების მონიტორინგი;
- პერსონალის ტრენინგი.
- თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ წვდომა თქვენს მონაცემებზე;
- მოითხოვოთ შესწორება ან წაშლა;
- გააუქმოთ თანხმობა;
- მოითხოვოთ მონაცემთა გადატანა სხვა კონტროლერთან;
- შეიტანოთ საჩივარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
გთხოვთ სურვილის შემთხვევაში აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კომუნიკაციის არხი და მკაფიოდ დააფიქსიროთ თქვენი მოთხოვნა.
- საკონტაქტო ინფორმაცია
შპს „კოპალა 3“
მისამართი: საქართველო, წყნეთი, რუსთაველის ქ. 55
ტელ.: +995 577 23 88 03
ელ.ფოსტა: tskneti@kopala.ge