Skip to main content

ვადები და პირობები

1. გამოყენების წესები:

ეს წესები და პირობები მოქმედებს თქვენსა და „Kopala Hotels“-ს შორის და ვრცელდება სასტუმროს ნომრებისა და შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცის ყველა ჯავშნაზე. თქვენ ეთანხმებით, რომ დაჯავშნა მოხდება კეთილსინდისიერად, მხოლოდ თქვენი და თქვენ მიერ მოწვეული სტუმრებისთვის, დადგენილი წესების თანახმად ( შეუზღუდავად) და არა სხვა მიზნებისთვის. აკრძალული და დაუშვებელია: გადაყიდვა, მესამე მხარის ვებგვერდზე გამოქვეყნება, ან სპეკულაციური, ყალბი და თაღლითური გზით. დაჯავშნა.

2 ტარიფები და ანგარიშსორება:

თქვენს ჯავშანზე შენარჩუნდება, ნომრის დაჯავშნისას შეთანხმებული ტარიფი. ნომრის ღირებულებაში არ შედის საუზმე, სასმელი და სხვა დამატებითი მომსახურებები. (თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული) ნომრის გადასახადი უნდა გადაიხადოთ დაჯავშნის დროს (გარდა ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში) ყველა სხვა დანახარჯი უნდა გადაიხადოთ მომსახურების მიღების პროცესში(ან შეთანხმებისამებრ). შეხვედრების ოთახის დაჯავშნის შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება შეთანხმების შედეგად დადგენილი საფასური. მასში არ შედის საუზმე და სხვა მომსახურება (თუ არ არის შეთანხმებული). დამატებითი ინფორმაცია საკვებისა და სასმელების წინასწარ შეკვეთასთან დაკავშირებით , მოწოდებული უნდა იქნას არაუგვიანეს ორი დღით ადრე. ინვოისი გადაიგზავნება ელ.ფოსტის მისამართზე დაჯავშნის დროს ან მომსახურების მიღებისას. სასტუმროს ოთახის, შეხვედრების ოთახის, მიმდინარე დღის, საკვებისა და სასმელების, ასევე ბარის დანახარჯი ჩამოგეჭრებათ თქვენ მიერ მითითებული პლასტიკური ბარათიდან.

3. ჯავშნის გაუქმება, ცვლილებები და არარეალიზებული ჯავშანი

(ანაზღაურებადი, მოქნილი ტარიფი) შეგიძლიათ გააუქმოთ ან შეცვალოთ თქვენი ჯავშანი არსებული ტარიფის გეგმის მიხედვით. მოქნილი ტარიფები – ჩვენ დაგიბრუნებთ სრულ თანხას, თუ გაუქმება მოხდება არჩეული ტარიფის გაუქმებისთვის დადგენილ დროში. (გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი დეტალები). არაანაზღაურებადი ტარიფები – თუ ჯავშანს გააუქმებთ დაჯავშნიდან 1 საათის განმავლობაში, არ დაგერიცხებათ ჯარიმა და სრულად დაგიბრუნდებათ წინასწარ გადახდილი თანხა. თუ ჯავშანს გააუქმებთ დაჯავშნიდან 1 საათის გასვლის შემდეგ თანხა რ დაგიბრუნდებათ. ჯავშნის არგაუქმებისა და არგამოცხადების შემთხვევაში თანხა სრულად ჩამოიჭრება თქვენი პლასტიკური ბარათიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი გეგმის დეტალები. თუ თქვენ დაჯავშნეთ სასტუმროს ნომერი ტურისტული სააგენტოს ან ონლაინ ტურისტული სააგენტოს (როგორიცაა Booking.com, Expedia და Hotels.com) დახმარებით, ჯავშნის გაუქმება ან ცვლილება უნდა მოხდეს იმავე სააგენტოს მეშვეობით. წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნება- ანაზღაურება მოხდება, ჯავშნის გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნიდან, ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში

4. სასტუმროს ნომერში შესახლების (Check-in) სტანდარტული დროა 14:00 სთ.

თუ ოთახი ხელმისაწვდომია ადრეული რეგისტრაციისთვის, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სასტუმროს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ადრეული დარეგისტრირების საფასური შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის დროს.

5. სასტუმროს ნომრიდან გასვლის (check-out) სტანდარტული დროა არაუგვიანეს 12:00 სთ.

გვიანი (12 საათის შემდეგ) გასვლის (Late check-out) შემთხვევაში საკომისიო ჩამოგეჭრებათ მითითებული ბარათიდან. თუ არ ტოვებთ ოთახს საღამოს !6 :00 საათამდე , ბარათიდან ჩამოგეჭრებათ დამატებითი ღამის საფასური. ასევე, დაუხურავი ხარჯიც ანაზღაურებული იქნება თქვენი საბანკო ბარათიდან. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი ბარგი, სასტუმროდან გაწერის ან რეგისტრაციის დღეს.

6. გვიანი გასვლა (Late check-out) დაგვიანებით გასვლა შესაძლებელია დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ.

7. სასტუმროში ყოფნის დროის შემცირება თუ თქვენ გსურთ სასტუმროში ყოფნის დროის შემცირება და დაჯავშნილი გაქვთ არაანაზღაურებადი ტარიფი, თქვენი ჯავშნის სრული ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, ჩამოიჭრება თქვენი საკრედიტო ბარათიდან. თუ დაჯავშნეთ მოქნილი ტარიფი, გთხოვთ აცნობოთ ჩვენს პერსონალს გასვლის დღეს, არაუგვიანეს 11:00 საათისა. გვიანი შეტყობინების შემთხვევაში დაგვიანებით გასვლის საფასური ან მომდევნო ღამის საფასური ჩამოიჭრება თქვენი საბანკო ბარათიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი ტარიფის გეგმის დეტალები.

8. ოთახში დაბინავება, ბავშვები და დამატებითი საწოლი შესაძლებელია ბავშვის საწოლისა და დამატებითი საწოლის დადგმა. ბავშვის საწოლით ისარგებლებთ უფასოდ.. ინფორმაცია დამატებითი საწოლის თაობაზე, სასტუმროს უნდა ეცნობოს წინასწარ. 12 წლამდე ბავშვები სასტუმროში განთავსდებიან უფასოდ.

9. ასაკი ეს წესები და პირობები მოქმედებს თქვენსა და Kopala Hotels-ს შორის და ვრცელდება სასტუმროს ნომრებისა და შეხვედრების სივრცის ყველა ჯავშანზე.

10. შინაური ცხოველების შესახებ დაშვებულია ნებისმიერი კარგად გაწვრთნილი შინაური ცხოველი (გარდა ცხოველთა აგრესიული სახეობებისა). ოთახში შინაური ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა: 2 წონის ლიმიტი: 20 კგ შინაური ცხოველების შემოყვანაზე დამატებითი გადასახადი არ ვრცელდება სასტუმროს საერთო სივრცეში შინაური ცხოველი უნდა ატაროთ საბელით. მისი აშვება შესაძლებელია მხოლოდ პატრონის ოთახში. შინაური ცხოველები არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასტუმრო კოპალა უფლებამოსილია დაუკავშირდეს ცხოველთა კონტროლის სამსახურს. სტუმრები პასუხისმგებელნი არიან მათი ცხოველების მიერ მიყენებულ ყველა ქონებრივ ზიანსა და პერსონალურ დაზიანებაზე. სასტუმრო იტოვებს უფლებას დააკისროს სტუმარს ასეთი ზიანის ღირებულების შესაბამისი გადასახადი. შინაური ცხოველებით დასხლებული ოთახების საყოფაცხოვრებო მომსახურების დროს, აკრძალულია ცხოველის მარტოდ დატოვება ოთახში, ან ის უნდა იყოს საბელით ოთახის რომელიმე ნაწილში იზოლირებული. შინაური ცხოველების ყოფნა აკრძალულია სასტუმროში არსებულ სტუმართა თავშეყრის ისეთ ადგილებში, როგორიცაა: ბარი, სამუშაო სივრცე ან შეხვედრების დარბაზები

11. კვამლი და დაკვამლიანება ჩვენს სასტუმროში აკრძალულია მოწევა და სხვა მოწყობილობებით დაკვამლიანება-დაორთქვლა. (ტერასებისა და ღია სივრცის – ეზოს გარდა). მოწევის ან დაკვამლიანების შემთხვევაში ჯარიმა 200 (ორასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ჯარიმა ჩამოგეჭრებათ საკრედიტო ბარათიდან

12. მომსახურებაზე უარის თქმის უფლება

12.1 უფლებას ვიტოვებთ: უარი ვთქვათ მომსახურებაზე ან გაგაძევოთ თანხის დაბრუნების გარეშე: (i) თუ ხართ ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა დამბანგავი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და არღვევთ წესრიგს; (ii) თუ ურღვევთ სხვა სტუმრებს სიმშვიდეს; (iii) თუ ცდილობთ გამოიყენთ ჩვენი სასტუმრო უკანონო მიზნებისთვის; (iv) თუ განზრახ აზიანებთ სასტუმროს საკუთრებას ან სტუმრებს; (v) თუ ნებართვის გარეშე გადააჭარბეთ ოთახში დასაშვებ პირთა დადგენილ რაოდენობას;

12.2 ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ჩვენს სასტუმროში ყოფნის დროს აკრძალულია საბრძოლო მასალის, ცივი, ცეცხლსასროლი ან სხვა რაიმე სახის იარაღის ტარება – შენახვა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დაიცავთ ამ წესს. უფლებას ვიტოვებთ უარი ვთქვათ მომსახურებაზე და მოგთხოვოთ სასტუმროს დატოვება. აკრძალვა არ ვრცელდება სამართალდამცავ ოფიცრებზე და სასტუმროს დაცვის პერსონალზე, რომლებიც მორიგეობენ და ვალდებულნი არიან ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი მოვალეობების შესრულების მიზნით.

12.3 ალკოჰოლი უფლებას ვიტოვებთ უარი გითხრათ ალკოჰოლის შეძენაზე.

13. სასტუმროს დაზიანება თქვენ მიერ გამართული წვეულების დროს, ოთახების, შეხვედრების ოთახების ან სასტუმროს კუთვნილების დაზიანებით მიყენებული ნებისმიერი ზარალის ანაზღაურება ან დაკარგული ნივთების საფასური ჩამოიჭრება თქვენი საკრედიტო ბარათიდან

14. დაკარგული და ნაპოვნი ნივთები თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ Kopala Hotels -ი არ არის პასუხისმგებელი დაკარგულ, დაზიანებულ ან მოპარულ პირად ნივთებზე, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დატოვებთ ნივთს უყურადღებოდ. რეკომენდაცია: ყველა ნომერი აღჭურვილია სეიფით და გირჩევთ იქ შეინახოთ ძვირადღირებული ნივთები.

15. Wi-Fi

ჩვენი უკაბელო ქსელი უზრუნველყოფილია ჩვეულებისამებრ. ნებისმიერი ისეთი სახის გარანტიის გარეშე. როგორიცაა: უწყვეტი, დროული, უსაფრთხო ან უშეცდომოდ წვდომა. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, მთლიანობაზე, სიზუსტეზე ან სისრულეზე, რომელსაც თქვენ გადასცემთ ან იღებთ ჩვენი უკაბელო ქსელის მეშვეობით. უკაბელო ქსელის მომსახურება მოგეწოდებათ ჩვენი შეხედულებისამებრ. თქვენი წვდომა შეიძლება დაიბლოკოს, შეჩერდეს ან შეწყდეს რაიმე მიზეზით. თქვენ არ შეგიძლიათ!

(i) გამოიყენოთ ჩვენი უკაბელო ქსელი უკანონოდ ან თუ წვდომა შეზღუდულია რაიმე აკრძალვით;

(ii) (ii) გამოიყენოთ ჩვენი უკაბელო ქსელი ვებ ან სხვა სერვერის სამასპინძლოდ, გაგზავნოთ ან ხელი შეუწყოთ ელ. ფოსტის გაგზავნას. ან შეაგროვოთ მესამე მხარის პერსონალური მონაცემები შესაბამისი თანხმობის გარეშე;

(iii) (iii) გადააჭარბოთ ტიპიურ გამტარობას, რომელიც შეესაბამება თქვენ მიერ ჩვენი ქსელის გამოყენების პერიოდს;

(iv) (iv) გადაყიდოთ ან ეცადოთ მიყიდოთ ჩვენი უკაბელო ქსელი რომელიმე მესამე მხარეს. ჩვენ ვინახავთ თქვენი გამოყენების აქტივობის ტექნიკური ტრაფიკის მონაცემების ჟურნალს სისტემის მუშაობისთვის, ტექნიკური მიზნებისთვის, სისხლის სამართლის დანაშაულებების და სისტემის უსაფრთხოების მოთხოვნების დამუშავების მიზნით. ჩვენ ვამუშავებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს ჩვენი უკაბელო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე ექვემდებარება კონფიდენციალურობას. ჩვენი უკაბელო ქსელის გამოყენების მიზნით, თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.

16. ჩანაწერები და ფოტოგრაფირება ნებისმიერი აუდიოვიზუალური, ფოტოგადაღება, რეპროდუქცირება თუ გამოსახულების აღბეჭდვა, იქნება ეს სასტუმროების შენობები თუ დამხმარე ნაგებობები, უნდა განხორციელდეს მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის და მხოლოდ წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საფუძველზე. ნებართვის მიღება შესაძლებელია ჩვენთან დაკონტაქტებით.

17. კონფიდენციალურობა დაჯავშნის პროცესისა და თქვენი სტუმრობის დროს Kopala Hotels -ი აგროვებს თქვენს პირად მონაცემებს. ეს მონაცემები მუშავდება ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების, მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. თუ თქვენ შექმენით რამდენიმე ანგარიში, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ეს ანგარიშები ორგანიზაციული, ანალიტიკური, მარკეტინგული, მონაცემთა მინიმალიზაციისა და თაღლითობის პრევენციის მიზნით.

18. ფორსმაჟორი Kopala Hotels არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იხდის კომპენსაციას ამ პირობების დარღვევის, დაგვიანებით ან მომსახურების არ მიწოდების შემთხვევაში, თუ ეს განპირობებულია ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოებებით. როგორიცაა, ბუნებრივი კატაკლიზმები, კატასტროფა, ხანძარი, ომი ტერორისტული აქტები, გაფიცვები, სამოქალაქო არეულობა, სამთავრობო რეგულაციები, სამრეწველო დავა, არასასურველი კლიმატური პირობები, ან ნებისმიერი სხვა ხელისშემშლელი მოვლენა – გარემოება, საგანგებო მდგომარეობა, ტრანსპორტირების შეფერხება, სერვისების წარუმატებლობა. ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მოპოვებაზე თანხმობის არ არსებობა

19. დასკვნითი დებულება ცვლილებები და დამატებები განსახლების ხელშეკრულებაში, ან სტანდარტულ წესებსა და პირობებში უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით. სტუმრის მიერ ცალმხრივი ცვლილებები ან დამატებები მიუღებელია. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილი ყველა დავის გადაწყვეტა ხდება საქართველოში. იმ პირობით, რომ სტუმარი არის ბიზნესმენი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან საჯარო სამართლის სპეციალური სააქციო ფონდის წარმომადგენელი.