+995(32)277 55 20 hotel@kopala.ge
  • en
  • ru

„კოპალა ჯგუფის“ სასტუმროები

მოგესალმებით „კოპალა ჯგუფი“-ს სასტუმროების ვებგვერდზე. ჩვენ სასტუმრო ბიზნესში 2002 წლიდან ვართ ჩართულები და HoReCa-ს სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილებაც გვაქვს. „კოპალა ჯგუფი“ ფლობს და მართავს 2 კატეგორიის სასტუმროთა ქსელს: კერძოდ სასტუმროებს დედაქალაქსა და საკურორტო ზონაში. ჩვენ გვაქვს ეკონომიური და ბიზნეს კლასის ტიპის 167 ნომერი.

რას ნიშნავს „კოპალა“?

ეს არის წინაქრისტიანული პერიოდის ღვთაების სახელი. მისი მთავარი სამლოცველოები ფშავში, ხევსურეთში, თუშეთში, მთიულეთში, და გუდამაყარშიც გვხვდება. ქართულ მითოლოგიაში კოპალა ხორციელი კერპის სახით გვევლინება. მას წინაქრისტიანულ საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია ეკისრებოდა. ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე, ხალხის მტანჯველ-მჩაგვრელი დევ-კერპები უნდა გაენადგურებინა. კეთილი კერპი ზემოთ ჩამოთვლილ კუთხეების მოსახლეობას მართლაც მხსნელად მოევლინა. მან დევები დაამარცხა და ხალხი გაათავისუფლა.

მემკვიდრეობა

ფორაქიშვილების სახლ-მუზეუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობაა თბილისში. ის საუკეთესო ნიმუშია ძველი ქართული საცხოვრებელი სახლისა დედაქალაქის ძველ უბანში - ავლაბარში.

All rights reserved 2017 © Kopala Hotel