+995(32)277 55 20 hotel@kopala.ge
  • ge
  • en

ფორაქიშვილების დარბაზი

თბილისში ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილია ავლაბრის უბანში ძველი ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის დღემდე შემორჩენილი უნიკალური ნიმუში ე.წ დარბაზი, რომელიც ფორაქიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწერულს ასეთი დარბაზული კომპლექსები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდებოდა.


დროთა განმავლობაში "ფორაქიშვილების დარბაზი" სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტაც და საერთოდ აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. ამ დროს მას მხსნელად მოევლინა სასტუმროების ქსელის "კოპალას" მფლობელი, რომელმაც მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლი 1903 წელს გერმანელი მხატვრის, კარლ ცაარის ჩანახატის მიხედვით სრულყოფილად აღადგინა: გამაგრდა ფუნდამენტი, კედლები, გამოიცვალა 12 წახნაგოვანი ჩამოქცეული გვირგვინული თავანი, ორივე დედაბოძი, შეკეთდა კედლის განჯინები და ახჩები. აღსდგა დარბაზში არსებული ჭა.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით დარბაზისათვის მიუშენებიათ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ახლახან ქალაქის იერსახეს ორგანულად მისადგებული "კოპალის" სასტუმრო კორპუსად გადაკეთდა. რეკონსტრუქციის პროცესში აღმოჩნდა ქართული აგურით თაღოვანი წყობით ნაშენი შესანიშნავი სარდაფი, რომელიც ჟამთა სვლას გადაურჩა.

ერთი სიტყვით სახეზეა უნიკალური ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებლებში აღფრთოვანებულ განცდას იწვევს.

გალერეა

 

დაგვიკავშირდეთ

ტელეფონი

ელ.ფოსტა

გვეწვიეთ

ჩეხოვის ქ.1
თბილისი

ფორაქიშვილების დარბაზი

hotel@kopala.ge
+995(32)277 55 20

სამუშაო საათები

ორშაბათი - კვირა
11:00 – 19:00

All rights reserved 2017 © Kopala Hotel