+995(32)2 77 55 20 hotel@kopala.ge
  • ge
  • en


რესტორანი კოპალა

თუ რესტორან „კოპალას“ ტერასაზე არ ყოფილხართ და ღამის თბილისის ზღაპრული პეიზაჟით არ დამტკბარხართ, ეს იმას ნიშნავს რომ თბილისი არ გინახავთ. ტერასიდან საოცარი სანახაობა იშლება. მთვარის შუქით განათებული მტკვარი, მეტეხის ხიდი, ნარიყალა. სინაგოგა, მეჩეთი და ამ უძველეს უბანში მდებარე თანამედროვე არქურტექტურის ძეგლები მნახველის გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს.

გარდა ულამაზესი ხედებისა რესტორანი კოპალა გთავაზობთ სრულ ლაუნჯ მენიუს 11-დან 23 საათამდე. ჩვენს რესტორანში შესაძლებლობა გეძლევათ გამართოთ ბიზნეს შეხვედრები და ნებისმიერი სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. გვენდეთ, ჩვენთან გატარებული დღეები თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი იქნება.

რესტორანი კოპალა რიყე

ბიზნეს-ლანჩის მოწყობა გსურთ? რომანტიკული ვახშამის გამართვა თუ უბრალოდ სამსახურის შემდეგ გემრიელი კერძის მირთმევა? რესტორანი „კოპალა რიყეზე“ ყველა ამ სურვილს აგისრულებთ. ჩვენი რესტორანი გამოირჩევა მყუდრო, სასიამოვნო გარემოთი. კომფორტული და უნიკალური ინტერიერით .

აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები. ასევე გთავაზობთ ევროპული სამზარეულოს მენიუს. გაგიმასპინძლდებით უმაღლესი ხარისხის ღვინითა და სხვა სასმელებით. ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს ნებისმიერ კულინარულ მოთხოვნას. გვეწვიეთ, ისიამოვნეთ უგემრიელესიკერძებით და დატკბით უმშვენიერესი ხედებით.

კაფე ბისტრონომია

კაფე „ბისტრონომია“ სტუმრებს ქვედა სართულზე მდებარე კაფე-ბარში ღია-ბუფეტის ტიპის მრავალფეროვან საუზმეს სთავაზობს. რიყე-პარკში ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ ჩვენს მყუდრო კაფეში საუკეთესოდ დაისვენებთ.
აქ საკმაოდ დიდი არჩევანია, ჩვენი პერსონალი კი თქვენთვის სასურველი კერძის თუ სასმელის არჩევაში სიამოვნებით დაგეხმარებათ. მიირთვით დილიდან ჩვენთან მომზადებული სურნელოვანი ყავა და დაიწყეთ დღე ღიმილით.

კაფე „ბისტრონომია“ და მისი პერსონალი ყოველთვის გულღიად და სიამოვნებით გიმასპინძლებთ!

რესტორანი კოპალა წყნეთი

თუ თქვენ ეძებთ მშვიდ, სასიამოვნო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს დასასვენებლად, ან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გსურთ გემრიელი კერძების დაგემოვნება ეწვიეთ წყნეთში მდებარე რესტორან „კოპალას“. რესტორანი ქალაქიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს.

აქ შემოგთავაზებენ ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს, შეძლებთ უმაღლესი ხარისხის ღვინის და სხვა ეკზოტიკური სასმელების დაგემოვნებას.

ჩვენს რესტორანში თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ქორწილი ,დაბადების დღეები, კორპორატიული საღამოები, ბიზნეს ლანჩები. აქ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გაგიწევენ და რაც მთავარია, უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ.

ახლო წარსულში კომპლექსს ახალი საზაფხულო ბარი და ულამაზესი ღია ტერასა დაემატა. გვეწვიეთ! ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ თქვენ მიერ გატარებული ყოველი წუთი სასიამოვნო იყოს!

სპორტ კაფე წყნეთი

მოგესალმებით, გვეწვიეთ წყნეთის გასართობ კომპლექს „კოპალას“ სპორტ კაფეში, აირჩიეთ ჩვენს მრავალფეროვან მენიუში თქვენთვის სასურველი სადილი და ვახშამი. სპორტ კაფე კომპლექსის ქვედა სართულზე მდებარეობს.

აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული და ქართული სამზარეულოს კერძები, სხვადასხვა სასმელები, დიდ ეკრანზე უყუროთ სხვადასხვა მატჩებს. მაგიდის დაჯავშნა ტელეფონითაც შეგიძლიათ. გვეწვიეთ, გემრიელად მიირთვით, გაერთეთ და ისიამოვნეთ!

ჩვენ ყოველთვის ველით თქვენ

დაგვიკავშირდეთ

დაგვირეკეთ +995(32) 277 05 75
ან მოგვწეროთ restaurant@kopala.ge
All rights reserved 2017 © Kopala Hotel